არიგო საკი – მარიო ბალოტელის საფეხბურთო ინტელექტი აკლია
STADIO RENATO DELL'ARA, BOLOGNA, ITALY - 2018/09/07: Mario Balotelli of Italy looks on during the UEFA Nations League A football match between Italy and Poland. The match ended in a 1-1 tie. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ ერთა ლიგის მატჩში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, იტალიის ნაკრების ფორვარდის, მარიო ბალოტელის თამაში გააკრიტიკა. სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელს საფეხბურთო ინტელექტი არ ჰყოფნის.
„ფეხბურთი – კოლექტიური შრომაა. ჩოგბურთში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, რომელსაც კარგი ჩანაფიქრები უნდა ჰქონდეს. ფეხბურთში ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხები,“ – ამბობს საკი Radio Deejay-თან კომენტარში.
„უნდა ენდობოდე ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც აქვთ ინტელექტი. ყველას ჰყავს მანქანა. იმისთვის, რომ მან იმუშაოს, საწვავია საჭირო. ფეხბურთელის საწვავია – მისი ინტელექტი, ვნება და პროფესიონალიზმი. მარიოს კი სწორედ ინტელექტის დეფიციტი აქვს“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.