არიენ რობენი, შესაძლოა, პრემიერლიგაში წავიდეს
არიენ რობენი, შესაძლოა, პრემიერლიგაში წავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს, – დაწერა გაზეთმა „დეილი მეილმა“ (Daily Mail).

წყაროს ინფორმაციით, ვეტერან ჰოლანდიელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი „ლესტერია“. თავად ფეხბურთელი არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას.

„ლესტერი“ – კარგი ვარიანტია, მაგრამ ჯერ არ ვიცი. მე მომიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება. უნდა ვიპოვო სამუშაო ადგილი, რომელშიც ყველაფერი კარგად იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის მხრივ, არამედ კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩემი ოჯახის წევრები“, – განაცხადა რობენმა.

ფეხბურთელი ამ სეზონის შემდეგ გამოეთხოვა „ბაიერნს“ და თავისუფალი აგენტია.