არგენტინის პრეზიდენტმა ილონ მასკს ბენზოხერხი აჩუქა - „ეს არის ბენზოხერხი ბიუროკრატიისთვის“
არგენტინის პრეზიდენტმა ილონ მასკს ბენზოხერხი აჩუქა - „ეს არის ბენზოხერხი ბიუროკრატიისთვის“

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მილიარდერ ილონ მასკს ბენზოხერხი აჩუქა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მასკის განცხადებით, ეს არის „ბენზოხერხი ბიუროკრატიისთვის“.

მოგვიანებით არგენტინის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინას ეწვია.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მილეის შეხვედრები აქვს დაგეგმილი ილონ მასკთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან.