არგენტინის ნაკრებს სერხიო რომერო გამოაკლდა
არგენტინის ნაკრებს სერხიო რომერო გამოაკლდა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, არგენტინის ნაკრებმა ძირითადი მეკარე დაკარგა. “მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერმა, სერხიო რომერომ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მუნდიალისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს.

უკვე ცნობილია, რომ 31 წლის რომეროს არგენტინელთა განაცხადში მექსიკის “ტიგრესის” მეკარე ნაუელ გუსმანი შეცვლის.

რომეროს ორჯერ აქვს ნათამაშები მსოფლიოს ჩემპიონატზე (2010, 2014), სამჯერ კოპა ამერიკაზე, 2008 წლის ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

32 წლის გუსმანის ანგარიშზეა კოპა ამერიკაზე ორი მონაწილეობა.

გუსმანის გარდა, არგენტინის ნაკრების განაცხადში ორი მეკარეა: ვილფრედო კაბალიერო (“ჩელსი”) და ფრანკო არმანი (“რივერ პლეიტი“).

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდიის, ხორვატიისა და ნიგერიის წინააღმდეგ ითამაშებს.