არგენტინის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა - ლიონელ მესი პარიზში არ ითამაშებს #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა - ლიონელ მესი პარიზში არ ითამაშებს #1TVSPORT

არგენტინის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაქვეყნა განაცხადი პარიზის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირისთვის.

ეროვნული გუნდის ვეტერანები – ლიონელ მესი და ანხელ დი მარია არ არიან საბოლოო ჩამონათვალში.

მეკარეები – ხერონიმო რული (აიაქსი, ნიდერლანდები), ლეანდრო ბრეი (ბოკა ხუნიორსი);

მცველები – ბრუნო ამიონე (სანტოს ლაგუნა, მექსიკა), მარკოს დი სეზარე (რასინგი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), გონსალო ლუჰანი (სან ლორენსო), ხოაკინ გარსის (ველეს სარსფილდი), ხულიო სოლერი (ლანუსი);

ნახევარმცველები – სანტიაგო ესე (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), კრისტიან მედინა (ბოკა ხუნიორსი), ესეკილ ფერნანდესი (ბოკა ხუნიორსი), კევინ ზენონი (ბოკა ხუნიორსი), კლაუდიო ეჩევერი (რივერ პლეიტი), ტიაგო ალმადა (ბოტაფოგო, ბრაზილია);

ფორვარდები – ლუსიანო გონდოუ (არგენტინოს ხუნიორსი), ხულიან ალვარესი (მანჩსტერ სიტი, ინგლისი), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო, ესპანეთი), ლუკას ბელტრანი (ფიორენტინა, იტალია).

პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე გაიმართება.