არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა 2024 კანადასთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა 2024 კანადასთან გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

აშშ-ში სამხრეთ ამერიკის სანაკრებო საფეხბურთო ჩემპიონატის, კოპა ამერიკის 48-ე გათამაშება დაიწყო. გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა კანადას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში გუნდებს ბევრი მომენტი არ ჰქონიათ და გოლიც არ გავიდა. მეორე ნახევარში არგენტინელები გააქტიურდნენ და მაკ ალისტერის გადაცემით გოლი ხულიან ალვარესმა 49-ე წუთზე გაიტანა.

ამის შემდეგაც არგენტინას კიდევ რამდენიმე შანსი შეექმნა, ხოლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება ლიონელ სკალონის გუნდმა 88-ე წუთზე მოახერხა, თავი მესის გადაცემის შემდეგ ლაუტანო მარტინესმა გამოიჩინა.

A ჯგუფში ასევე თამაშობენ პერუსა და ჩილეს ნაკრებები, მათი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება. სულ კი კოპა ამერიკის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს.