არგენტინის ნაკრების საჩემპიონატო შემადგენლობა ცნობილია - იკარდი მუნდიალს მიღმა რჩება
არგენტინის ნაკრების საჩემპიონატო შემადგენლობა ცნობილია - იკარდი მუნდიალს მიღმა რჩება

გამოქვეყნდა არგენტინის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა იტალიური “ინტერის” ფორვარდი მაურო იკარდი, რომელსაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

ხორხე სამპაოლის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო – „მანჩესტერ იუნაიტედი“, ვილი კაბალიერო – „ჩელსი“, ფრანკო არმანი – „რივერ პლეიტი“

დაცვა: გაბრიელ მერკადო – „სევილია“, კრისტიან ანსალდი – „ტორინო“, ნიკოლას ოტამენდი – „მანჩესტერ სიტი“, მარკოს როხო – „მანჩესტერ იუნაიტედი“, ფედერიკო ფასიო – „რომა“, ნიკოლას ტალიაფიკო – „აიაქსი“ და მარკოს აკუნია – „სპორტინგი“ (ლისაბონი)

ნახევარდაცვა: ევერ ბანეგა – „სევილია“, ხავიერ მასკერანო – „ჰებეი ჩაინა ფორჩუნ“, ედუარდო სალვიო – „ბენფიკა“, ლუკას ბილია – „მილანი“,  მანუელ ლანსინი – „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, მაქსიმილიანო მესა – „ინდეპენდიენტე“, კრისტიან პავონი – „ბოკა ხუნიორსი“, ანხელ დი მარია, ჯოვანი ლო სელსო – ორივე „პსჟ“.

თავდასხმა: ლიონელ მესი – „ბარსელონა, სერხიო აგუერო – „მანჩესტერ სიტი“, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი – ორივე „იუვენტუსი“.

ნაკრების ყველაზე მეტი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს – 6 , 5 – იტალიის სერა A-ს წარმოადგენს, 3 – ესპანეთს, 2-2 პორტუგალიასა და საფრანგეთს, თითო ფეხბურთელი კი ჰოლანდიისა და ჩინეთის ჩემპიონატებში თამაშობენ.

3 ფეხბურთელი არგენტინის სამი გრანდის, „რივერ პლეიტის“, „ბოკა ხუნიორსის“ და „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში თამაშობს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთში იმართება – ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.