არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი - მესიზე სასაუბროდ სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი - მესიზე სასაუბროდ სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის #1TVSPORT

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც არგენტინამ ალჟირი 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

„წინასწარვე ვხვდებოდით, რომ მარტივი თამაში არ გვექნებოდა, რადგან საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს ვუპირისპირდებოდით. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, მათ მაღალ დონეზე ითამაშეს და საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გადავიტანეთ.

საწყის შეხვედრებს ყოველთვის ახლავს თან დამატებითი სირთულეები და გუნდზეც თავისებურად მოქმედებს. გასული მუნდიალის პირველ ტურში განცდილი ფიასკო ჯერ კიდევ კარგად გვახსოვდა, თუმცა ამ გამარჯვებამ მომავალი დაპირისპირებების წინ სიმშვიდე დაგვიბრუნა.

მესიზე სასაუბროდ სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის. უკვე ორი ათწლეულია, ისეთ საფეხბურთო მაგიას გვთავაზობს, რაც ჩვენთვის ნორმად იქცა. მისი თამაშის ცქერა კი ნებისმიერი ადამიანისთვის შთაგონების წყაროა.

მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და კონცენტრაცია მხოლოდ კონკრეტულ, ყოველ მომდევნო მატჩზე მოვახდინოთ. კოლექტივში ამაღლებული განწყობაა, რადგან მოედანზე გასვლის საშუალება ბევრ მოთამაშეს მიეცა. დიდი იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაშიც გავიმარჯვებთ, რათა ჯგუფის დასკვნით თამაშში თავის გამოჩენის შანსი გუნდის ყველა წევრს ჰქონდეს“, – განაცხადა სკალონიმ.

არგენტინას მუნდიალზე შემდეგი შეხვედრა ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ელის.