არგენტინის ნაკრები პირველი ამერიკული გუნდია, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა – მესიმ მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

22:04, 07.07.2026

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. „ალბისელესტემ“ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა.

არგენიტნის ნაკრების გულშემატკივრები ელოდნენ, რომ წინა ეტაპზე კაბო ვერდესთან ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები სულ სხვა მობილიზებით გამოვიდოდნენ და ეგვიპტეს შანსს არ მისცემდნენ. თუმცა ასე არ მოხდა – ეგვიპტემ საკმაოდ გააზრებული ფეხბურთით პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მე-15 წუთზე იბრაჰიმმა ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მესის ანგარიშის გათანაბრება 21-ე წუთზე შეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარე შობიერმა მოიგერია.

მეორე ტაიმი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა. 67-ე წუთზე ზიკომ ეგვიპტის სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა და აფრიკელები 2:0 დაწინაურდნენ.

ამ მომენტამდე არგენტინას საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, თუმცა წაგების საფრთხემ „ალბისელესტე“ სრულიად შეცვალა – სწორედ ამის შემდეგ მოუმატა სისწრაფეს და ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანა.

რომერომ 79-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ზე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა არგენტინას გამარჯვება მოუტანა – 3:2.

არგენტინა მეოთხედფინალშია.

მსგავსი