არგენტინის მთავრობამ დაადგინა, რომ დიეგო მარადონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეიდან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა ცხადდება.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბოლოს მარადონა პუბლიკის წინაშე 30 ოქტომბერს, „ხიმნასიასა“ და „პატრონატოს“ მატჩზე ნახეს. ამ დღეს ლეგენდა 60 წლის გახდა და მას მატჩის წინ სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. მარადონა თამაშის სანახავად არ დარჩენილა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. მოგვიანებით, ის ლა პლატას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინიდან ჰემატომის მოსაშორებლად სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.