არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის მიუხედავად, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მაინც იმატებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არგენტინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არგენტინაში კორონავირუსს 1 845 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერი“ წერს, რომ ეს სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან შედარებით მცირე მაჩვენებელია.