არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

17:08, 25.08.2020

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში არგენტინაში კორონავირუსით 8 713 ადამიანი დაინფიცირდა, 287 პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 350 867 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 7 366  გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, არგენტინა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი