არგენტინაში განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
არგენტინაში განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

არგენტინაში განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ბუენოს აირესის ცენტრალურ ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტები უნივერსიტეტებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდას ითხოვდნენ, რომელიც ხავიერ მილეის მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური ზომების გამო შემცირდა.

როგორც „როიტერი“ წერს, აქცია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოებზე ზეწოლას, რათა უარყონ მილეის ვეტოები იმ კანონებზე, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და ბავშვთა საავადმყოფოების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო დეკრეტებში მილეიმ განაცხადა, რომ ეს კანონები ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ფისკალურ ბალანსს. აქციების პარალელურად, კონგრესის ქვედა პალატამ ხმა მისცა ორივე ვეტოს გაუქმებას. ახლა სენატმაც უნდა გააკეთოს იგივე, რათა ვეტოები გაუქმდეს.