არგენტინაში ფეხბურთთან დაკავშირებული 332 სასიკვდილო შემთხვევა ფიქსირდება

20:26, 31.10.2019

არგენტინაში საადვოკატო ბიურომ „გადავარჩინოთ ფეხბურთი“ (Salvemos Al Futbol) შეადგინა სასიკვდილო შემთხვევათა სია, რომელიც ფეხბურთთან არის დაკავშირებული. გაირკვა, რომ ქვეყანაში 332 ამგვარი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

კომპანიის ვებგვერდზე მოყვანილია მსხვერპლთა სრული სია 1922 წლიდან 2018 წლის ბოლომდე. თითოეული მსხვერპლის გასწვრივ მითითებულია სიკვდილის მიზეზი და გარემოება. ყველაზე მეტი ადამიანი ფანების გარჩევების დროს ცეცხლსასროლით იარაღით ან დანით დაიღუპა.

ამ საშინელ სიაში ბოლო მსხვერპლია „რივერ პლეიტის“ 21 წლის ფანი. 2018 წლის 9 დეკემბერს, ბიჭი ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებას აღნიშნავდა. შინ მიმავალს „ბოკა ხუნიორსის“ თინეიჯერი ფანები დაუდარაჯდნენ და დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. სულ 2018 წელს, გულშემატკივართა შეტაკებებისას, არგენტინაში 10 სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში არსებობს დიდი რაოდენობით ფანების დაჯგუფებები, რომლებმაც განუწყვეტელი ომი აქვთ ერთმანეთში. მათი შეტაკებებისას ლეტალური შემთხვევები – ჩვეულებრივი ამბავია.

მსგავსი