არგენტინაში ჟურნალისტებმა პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
არგენტინაში ჟურნალისტებმა პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

არგენტინაში ჟურნალისტებმა პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია უკავშირდება საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებს.

ქვეყნის ორი მთავარი მედიაგამოცემის წარმომადგენლები კონგრესის წინ შეიკრიბნენ ხელში დროშებით, ბანერებითა და კამერებით. მათ ფოტოგრაფებისა და დანარჩენი ჟურნალისტების მიმართ 15 და 18 დეკემბერს მომხდარი ფაქტები გააპროტესტეს.
მათი თქმით, დემონსტრაციის მსვლელობისას მედიის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო სხეულის დაზიანება.
ჟურნალისტები ხელისუფლებისგან ითხოვენ, სამომავლოდ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ზიანის მიყენება მკაცრად აკრძალოს.