არგენტინამ მესის გარეშე იტალიას მოუგო
არგენტინამ მესის გარეშე იტალიას მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში, მანჩესტერში “იტიჰადის” სტადიონზე არგენტინის ნაკრები იტალიას შეხვდა და 2:0 მოუგო.

ხორხე სამპაოლის გუნდმა ორივე გოლი ბოლო 15 წუთში გაიტანა. 75-ე წუთზე “სევილიას” ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ გამოიყენა ლო სელსოს პასი, 10 წუთში კი გონსალო იგუაინმა გაატანინა “ვესტ ჰემის” ნახევარმცველ მანუელ ლანსინის.

ლიონელ მესის თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. “ბარსელონას” ლიდერი გადაღლილია და მას დასვენების საშუალება მისცეს.

იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა ისე, რომ გოლი არ გაუტანია. ბოლოს, ასეთი რამ 2012 წელს მოხდა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
არგენტინა: კაბალიერო, ბუსტოსი (მერკადო, 89), ოტამენდი, ფასიო, ტალიაფიკო, დი მარია (პეროტი, 64), ბილია, პარედესი (ბანეგა, 64), ლო სელსო (პავონი, 76), ლანსინი, იგუაინი.
იტალია: ბუფონი, ფლორენცი (ძაპაკოსტა, 61), რუგანი, ბონუჩი, დე შილიო, ვერატი (კრისტანტე, 71), ჟორჟინიო (ბელოტი, 86), პაროლო (პელეგრინი, 61), კიეზა (კანდრევა, 61), იმობილე (კუტრონე, 74), ინსინიე.