არგენტინამ იტალიასთან ამხანაგური მატჩი გააუქმა
არგენტინამ იტალიასთან ამხანაგური მატჩი გააუქმა

არგენტინის ნაკრებმა გადაწყვიტა, იტალიასთან ამხანაგურ მატჩზე უარი თქვას. თამაში დაგეგმილი იყო 2018 წლის 23 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.

უარის მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ იტალიის ნაკრები ვერ მოხვდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. საქმე ისაა, რომ არგენტინელების სურვილია, ტურნირისთვის სავარაუდო მეტოქეებთან მატჩებით მოემზადოს.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ მატჩის გაუქმების შესახებ ოფიციალური შეტყობინება იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გაგზავნა.

იტალიის ნაკრებმა შვედეთთან შესარჩევის პლეი ოფი წააგო და პირველად, ბოლო 60 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.