არგენტინამ დოლარის შესყიდვაზე კონტროლი დააწესა
არგენტინამ დოლარის შესყიდვაზე კონტროლი დააწესა

არგენტინამ დოლარის შესყიდვაზე კონტროლი დააწესა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ ​ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული დოლარის ყიდვა შეზღუდული იქნება. ამ ნაბიჯით არგენტინის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას აპირებს.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, მსხვილ ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის ყიდვისა და საზღვარგარეთ გადარიცხვისთვის, არგენტინის ცენტრალური ბანკის ნებართვა დასჭირდებათ, ფიზიკური პირები კი, თვეში 10 000 დოლარზე მეტს ვერ იყიდიან. ეს შეზღუდვები ძალაში 2019 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ზომებს ხელისუფლება „ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების“ მიზნით დგამს.

არგენტინის ეკონომიკა უკვე მეორე წელია რეცესიას განიცდის. ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზარდა. ბოლო 12 თვეში ინფლაციამ 40 პროცენტი-ი შეადგინა.