არდადეგების გახანგრძლივება მიმდინარე კვირაში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის მიხედვით გადაწყდება

11:55, 10.03.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არებული საბჭო მიიღებს, გახანგრძლივდეს თუ არა არდადეგები.

სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგები ამ დროისთვის 16 მარტამდე არის გამოცხადებული.

მსგავსი