არდა თურანი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი – არდა თურანი, თურქ ოპოზიციონერ მქადაგებლთან – ფეთულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი – იტყობინება გაზეთი Marca. 2016 წელს, გიულენმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამჟამად, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
თურანის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს თურქული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან – ემრე ბელოზოღლუსთან, ოქან ბურუქთან და ბიულენთ ქორქმაზთან მიმართებაში.
არდა თურანი, ამჟამად, იჯარის წესით „ისთანბულში“ თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ყოფილ შმეტევს, საკუთარ ქვეყანაში პროკურატურა სხვა საქმეზეც ედავება. არდა თურანს მომღელის ბარქაი შაჰინის ცემაში, იარაღის უკანონოდ ტარებაში და სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ.