„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა – არდა თურანმა, თურქ მომღერალზე – ბერქაი შაჰინზე თავდასხმისთვის, შესაძლოა 12-წლიანი პატიმრობა მიიღოს . როგორც CNN იტყობინება, პროკურატურა სწორედ ამ ვადას ითხოვ.
როგორც ადრე გახდა ცნობილი, „ისთანბულის“ ფეხბურთელი, ღამის კლუბში, ზედმეტი ყურადღებით შაჰინის მეუღლეს აწუხებდა, რის შემდეგაც მომღერალთან იჩხუბა და მას ცხვირი გაუტეხა. ამის შემდეგ, ფეხბურთელმა შაჰინს ბოდიში მოუხადა. ის მომღერალთან საავადმყოფოში მივიდა, მას პისტოლეტი მიუტანა და უთხრა: – „არ ვიცოდი, რომ ის შენი მეუღლე იყო. უბრალოდ, ტყვია დამახალე.
არდა თურანს ადანაშაულებენ სექსუალურ ზეწოლაში, იარაღის უკანონო ტარებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. შეგახსენებთ, რომ მაისში, თურქეთის ჩემპიონატის მატჩში მსაჯის ასისტენტზე შეტევის გამო, თურანი 16 მატჩით იყო დისკვალიფიცირებული.