არდა გიულერი ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT
არდა გიულერი ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი არდა გიულერი ისევ ტრავმირებულია – თურქი ამჯერად ბარძაყის ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

როგორც ჟურნალისტი ხოსე ლუის სანჩესი ამტკიცებს, 18 წლის თურქმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო და ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს გიულერმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა. მისმა აღდგენამ ოპერაციის შემდეგ ორი თვე დაიკავა. „რეალში“ გადასვლის შემდეგ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

„რეალმა“ 6 ივლისს გამოაცხადა გიულერთან 2029 წელს ზაფხულამდე კონტრაქტის გაფორმების შესახებ. მადრიდამდე ის „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა.