არჩვები მაჭახელას ეროვნული პარკის კლდეებზე - ფოტოხაფანგის დაფიქსირებული კადრი
არჩვები მაჭახელას ეროვნული პარკის კლდეებზე - ფოტოხაფანგის დაფიქსირებული კადრი

ფოტოხაფანგმა მაჭახელას ეროვნული პარკის კლდეებზე მოსეირნე არჩვები დააფიქსირა, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო „ფეისბუქზე“ წერს.

ძოვის დროს არჩვები თავს მაღლა სწევენ და მიდამოს ათვალიერებენ. საეჭვო ხმაურის მოსმენისას კი, ქანდაკებასავით შეშდებიან და დიდხანს ასე დგანან.

არჩვებს ორი მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ ახტომა, ხოლო სიგრძეში ექვს მეტრზე ნახტომს აკეთებენ. კლდეებზე სირბილი კი 50კმ.სთ სიჩქარით შეუძლიათ“,- წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო ფეისბუქგვერდზე.