არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა
არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა.

პროკურორის განცხადებით, შუამდგომლობა მოწმეების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომლებიც დაზარალებულის ნათესავები არიან.

მისი განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მათი ჩვენებების გასაჯაროების შემთხვევაში, მათ და მათ ახლობლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, რადგან ისინი პერიოდულად შედიან ოკუპირებულ ახალგორში.

სხდომის საჯარო ნაწილში სამი ექსპერტი დაიკითხა, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილ ავტომანქანას ჯერ ერგნეთში, შემდგომ კი მცხეთის რაიონულ სასამართლოსი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ერთი მათგანი გარდაცვლილის თითის ანაბეჭდების ასაღებად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც იმყოფებოდა.

მისი თქმით, ტატუნაშვილს ხელებზე დაზიანებები აღენიშნებოდა. დაიკითხა გორის მერიის თანამშრომელიც, რომელმაც ავტომობილი ერგნეთიდან მცხეთაში ევაკუატორით გადაიტანა.