არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა

22:31, 26.02.2018

არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიშალონ და ცენტრალური მაგისტრალი გახსნან. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი მცხეთის მიმდებარე ტერიტორიას უკვე ტოვებს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მცხეთასთან ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი გარდაცვლილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

https://www.facebook.com/1stchannel/videos/1703927742998237/

მსგავსი