არჩილ თალაკვაძის პასუხი კითხვაზე, გახდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი - საკითხი გადაწყდება კონსულტაციებით და გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი
არჩილ თალაკვაძის პასუხი კითხვაზე, გახდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი - საკითხი გადაწყდება კონსულტაციებით და გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გახდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი.

„მესმის, რომ გინდათ, მოვლენებს გაუსწროთ და საზოგადოებას პირველებმა შეატყობინოთ, თუ რომელი კანდიდატურები განიხილება, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდება კონსულტაციებით და ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ მოცემულობაში ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.