არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების შეყვანა სხვადასხვა სფეროდან იგეგმება
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების შეყვანა სხვადასხვა სფეროდან იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მონაწილეობას იმ კონსულტაციებში მიიღებს, რომლის მიზანია, გუნდის განახლება და ახალი კადრების შეყვანა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, პარტიაში ახალი სახეების შეყვანა სხვადასხვა სფეროდან იგეგმება.

„2016 წელს ტრენინგების შედეგად რა ვისწავლეთ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ამას ირონიულად რატომ კითხულობთ? ქვეყანაში სწავლა და განათლება როდის მერე გახდა სირცხვილი? პარტიაში კონსულტაციები დაწყებულია, რომლის საბოლოო შედეგი იქნება 2020 წლისთვის ახალი, ძალიან საინტერესო პროგრამის შემუშავება და გუნდის განახლება.

2020 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეებიც შემოვლენ, სადაც იქნებიან ყველა თაობის წარმატებული ადამიანები, რომელთაც საზოგადოების ნდობა და რეალური შესაძლებლობა აქვთ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულობით ქვეყანას სიკეთე მოუტანონ. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ჩვენს გუნდს შემოუერთდა, რომელიც არის გამოცდილი პროფესიონალი“, – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.