არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა [ვიდეო]

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დისტანციურ რეჟიმში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგებიც განიხილეს.

დატოვე კომენტარი