არჩილ თალაკვაძემ ვატიკანის ელჩთან საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა
არჩილ თალაკვაძემ ვატიკანის ელჩთან საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური მიიღო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ და წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

ხაზი გაესვა ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანს აკავშირებთ. მონსინიორ ჟოზე ბეტანკურის განცხადებით, წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბარი შეეხო საქართველოს კათოლიკე მოსახლეობის განსაკუთრებულ წვლილს ქვეყნის განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით პროგრესში. მხარეებმა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების საჭიროების შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი