არჩილ თალაკვაძემ სომეხ კოლეგასთან კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრა
არჩილ თალაკვაძემ სომეხ კოლეგასთან კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. არჩილ თალაკვაძემ და სომეხმა კოლეგამ, არარატ მირზოიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება, ძირითადი ღონისძიებები და საჭიროებები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისაუბრეს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთაც კორონავირუსის გლობალური პანდემია ქმნის. კოლეგებმა პანდემიის პირობებში ეროვნული პარლამენტების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ურთერთმხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.

არჩილ თალაკვაძემ სომეხ ხალხს ჯანმრთელობა და კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.​