არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ მოწვეულ ექსპერტებს, აშშ საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული და, რომელთა ინიცირებაც სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საარჩევნო კომისიასთან და სხვა უწყებებთან მსჯელობის შემდეგ იგეგმება.

„საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება, ცვლილებების პროექტი და ინიციატივები, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული, პოზიტიურია და ჩვენი სურვილია, მისი ინიცირება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საარჩევნო კომისიასთან და სხვა უწყებებთან მსჯელობის შემდეგ მოხდეს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარის გვერდზე.