არჩილ თალაკვაძემ და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარება, საპარლამენტო საქმიანობის პროცესი და ეკონომიკური გამოწვევები განიხილეს
არჩილ თალაკვაძემ და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარება, საპარლამენტო საქმიანობის პროცესი და ეკონომიკური გამოწვევები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენს ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას თავმჯდომარეებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარება, საპარლამენტო საქმიანობის პროცესი და ეკონომიკური გამოწვევები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს შეზღუდვების მოხსნის გეგმებზეც.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საქართველოს შედეგები წარმატებულად შეაფასა.

არჩილ თალაკვაძემ და ანდრეას ნორლენმა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედ კოლეგას ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა დაუდასტურა და „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში შვედეთს გამძლეობა უსურვა.