არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს
არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან გიორგი ვოლსკისთან, ირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

პარლამენტის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.