არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს
არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.