არჩილ თალაკვაძე - ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს
არჩილ თალაკვაძე - ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს

ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, ამის შემდეგ უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილს, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმით მოქმედებს.

„უიშვიათეს გამონაკლისთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანს აქვს სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონიანი დავალიანება, ასევე აქვს კერძო სექტორთან, კონკრეტულად  „საქართველოს ბანკთან“ 80 მილიონიანი დავალიანება. ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს ადამიანი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს გადასახადები სახელმწიფოს, როგორ არ გადაუხადოს გადასახადები ბანკს, ამის შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. ის ეუბნება, თუ შენ ყოველდღე ამ სერიალებს გამოაქვეყნებ, ამას მისცემ კამპანიის სახეს, ბრალს დასდებ ადამიანებს, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან, მე შენ ამ ვალებს გაპატიებ”, – განაცხადა თალაკვაძემ.