არჩილ თალაკვაძე - ყველა უნდა გავერთიანდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად
არჩილ თალაკვაძე - ყველა უნდა გავერთიანდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

ყველა უნდა გავერთიანდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ამ თემაზე თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

„მან გააკეთა განცხადება, რომელიც არ არის შესაბამისობაში ჩვენს პოზიციასთან. ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია. დღეს მთელი საზოგადოება, ხელისუფლება დგას ერთ პოზიციაზე – ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება და, რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი მომდევნო დღე, როდესაც ის რჩება უკანონო პატიმრობაში დე ფაქტო რეჟიმის პასუხისმგებლობის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, ის მალე გათავისუფლდება. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას თუ ემოციურ განცხადებებს, რომლებიც ამ საკითხზე გაკეთდა, მე ყველას ვთხოვდი, მათ შორის, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, გულდასაწყვეტი იყოს მისი ოჯახის წევრებისთვის, თვითონ მისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. ახლა არის დრო, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.