არჩილ თალაკვაძე - უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა
არჩილ თალაკვაძე - უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა

წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.

“უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი