არჩილ თალაკვაძე - წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, მისი დიპლომატია და ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში
არჩილ თალაკვაძე - წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, მისი დიპლომატია და ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილ ჯონ ბასს წარმატებებს უსურვებს.

მისი თქმით, ჯონ ბასი ღირსეული პროფესიონალია და მისი დიპლომატია, ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში.

„წარმატებებს ვუსურვებ ჯონ ბასს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

ჯონ ბასი ღირსეული პროფესიონალია და მოხარული ვარ, რომ მასთან წარმატებული სამუშაო გამოცდილება გვაკავშირებს. მისი დიპლომატია და ლიდერობა გამორჩეული იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში.

როგორც არაერთ ჩვენს ამერიკელ მეგობარს, ჯონს და მის მეუღლეს – ჰოლის უყვართ საქართველო, პატივს სცემენ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს და დიდად აფასებენ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

დატოვე კომენტარი