არჩილ თალაკვაძე - ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში
არჩილ თალაკვაძე - ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში

ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. ასევე, დაწყებულია სამუშაო პროცესი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე.

ვინაიდან ჩვენი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს – ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დატოვე კომენტარი