არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდი უფრო კონსტრუქციული იქნება და შევძლებთ საერთო შეთანხმების მოძებნას
არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდი უფრო კონსტრუქციული იქნება და შევძლებთ საერთო შეთანხმების მოძებნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური დიალოგის შესახებ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უფრო კონსტრუქციული იქნება.

თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე გაიმართება.

„იმედი მაქვს, პოლიტიკური დიალოგის შემდეგი რაუნდი, რომელიც სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე ჩატარდება, უფრო კონსტრუქციული იქნება. ჩვენ შევძლებთ გარკვეული, საერთო შეთანხმების მოძებნას და ქვეყანა უკვე ნორმალურ რეჟიმში დაიწყებს მომზადებას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი