არჩილ თალაკვაძე - ვემიჯნები ძალადობას და მოვუწოდებ კოლეგებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე
არჩილ თალაკვაძე - ვემიჯნები ძალადობას და მოვუწოდებ კოლეგებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძესა და უმრავლესობის წარმომადგენელ დაჩი ბერაიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

თალაკვაძე კოლეგებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მომენტში, როდესაც სავარაუდო ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზე, ჩვენი ოპონენტების ნაწილი დაკავებულია ცინიკური და დამცინავი განცხადებებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ პარლამენტის მიმართ. რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, რა თქმა უნდა, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ნებისმიერ ფიზიკურ კონტაქტს და ძალადობას ვემიჯნები. მოვუწოდებ კოლეგებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი