არჩილ თალაკვაძე - ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პარტიებთან, ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება
არჩილ თალაკვაძე - ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პარტიებთან, ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში იღებდა პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, რათა გაუმჯობესებული კანონმდებლობით, გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა დოკუმენტში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს დოკუმენტს პარტია „მოქალაქეებმა“ და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების, მათთვის, ვინც გადალახეს ბარიერი და მიიღეს მანდატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს, მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველოდებით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.