არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის მიზანია, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტმა ერთი ძლიერი, პრინციპული რეზოლუცია მიიღოს
არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის მიზანია, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტმა ერთი ძლიერი, პრინციპული რეზოლუცია მიიღოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთი ძლიერი, პრინციპული რეზოლუცია უნდა მიიღოს.

„როდესაც არჩილ ტატუნაშვილს საქმეს ეხება საკითხი, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ერთიანი პოზიცია. ჩვენი, უმრავლესობის მიზანი არის, ამ საკითხზე პარლამენტმა მიიღოს ერთი ძლიერი, პრინციპული რეზოლუცია, სადაც შეფასდება ეს მძიმე დანაშაული და კონკრეტული რეაგირება იქნება მოთხოვნილი. ეს უკავშირდება გამოძიებას, საერთაშორისო მონიტორინგს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცხედრის გადმოცემას ოჯახისათვის.

კონსულტაციები დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ უახლოეს პერიოდში შეთანხმებას და პარლამენტი მიიღებს ერთიან ძლიერ რეზოლუციას ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.