არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის პარტიაში ახალი, წარმატებული ადამიანების შემოსვლას
არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის პარტიაში ახალი, წარმატებული ადამიანების შემოსვლას

უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც. არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს.