არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმე იყო რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა 
არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმე იყო რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა 

კონკრეტული ადამიანების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების, დაკავება-არდაკავევის შესახებ გადაწყვეტილებებას არ იღებენ პოლიტიკოსები, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, დააკავებენ თუ არა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამა თუ იმ პირის დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, ვისაც ეს ევალებათ.

„თუ სახელმწიფო ინსტიტუტები მომართავენ პარლამენტს ასეთი მოთხოვნით, ეს მოთხოვნა იქნება განხილული მაშინვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც კანონით გვევალება. არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარს და სტატუსს. თუ ვინმე იყო ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი, მასაც მოუწევს პასუხის გაცემა, ისევე როგორც სახელმწიფომ უკვე დაიწყო რეაგირება იმ სამართალდამცველთა მიმართ, ვისზეც კონკრეტული პრეტენზიები არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი