არჩილ თალაკვაძე - თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა აქვს, პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ
არჩილ თალაკვაძე - თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა აქვს, პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ

პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის არჩევნების შედეგად საზოგადოებამ ცხრა პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში.

„ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ.

2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ ცხრა პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი, რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს.

ნაცვლად იმისა, რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე – რა პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე, რომლის განცხადებასაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი