არჩილ თალაკვაძე - სოსო თოფურიძის განცხადებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით ფინანსდება, პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები
არჩილ თალაკვაძე - სოსო თოფურიძის განცხადებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით ფინანსდება, პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები

სოსო თოფურიძის განცხადება დაადასტურდა, რომ პარტია შავი ფულით ფინანსდება და პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები, მათ მიერ მართული ტელევიზიები და პარტია არის ერთი ორგანიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და როცა ის ერთი კაცი დღეს კანონის საფუძველზე დისტანცირებულია პარტიის მართვის პროცესიდან, ხედავთ, რომ მის თანაპარტიელებს მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორ გადაინაწილონ შიდა პარტიული ბიუჯეტი. სოსო თოფურიძის იმ განცხადებით დადასტურდა, რომ პარტია შავი ფულით ფინანსდება, პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები, მათ მიერ მართული ტელევიზიები და პარტია არის ერთი ორგანიზაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ როგორ ფინანსდება, რთულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. ერთმანეთს მეტის თქმით რომ ემუქრებიან, ეს იმაზე მიუთითებს, თუ რა შეიძლება დაემართოს ისეთ პარტიას, რომელიც თავისი ქვეყნის დაზიანებით დათესვით არის დაკავებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“.