არჩილ თალაკვაძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძისა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სომხეთისა და საქართველოს დელეგაციებს შორის შეხვედრები მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებია. დეპუტატი ამბობს, რომ საკითხები წინასწარ უნდა გაიარონ, რათა ერევანში პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართოს.