არჩილ თალაკვაძე - შს მინისტრს აქვს რეფორმების გეგმა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს
არჩილ თალაკვაძე - შს მინისტრს აქვს რეფორმების გეგმა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აქვს რეფორმების გეგმა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე კამპანია -„არა ჩადებას” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებასა და პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება.

„მინდა, პოლიციელების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო, რადგან ისინი ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან, რთულ და რისკიან საქმეს ასრულებენ. სისტემაში დაგეგმილია რეფორმები და რასაც სამინისტრო აკეთებს, ამ რეფორმების ნაწილია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არაჩადებას“ შეურთდა.

დატოვე კომენტარი