არჩილ თალაკვაძე შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ
არჩილ თალაკვაძე შობას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, შობას ულოცავს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ!

განსაკუთრებით ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებს და ექთნებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის!“ – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

დატოვე კომენტარი